Accentnews.ge
ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

10/01/2021 06:21:02 მსოფლიო

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით 1 188 ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში Covid-19–ით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, საერთო ჯამში, გერმანიაში კოვიდ-ინფიცირების 1 908 527 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 40 343 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი 2020 წლის 27 დეკემბრიდან მიმდინარეობს. ამ დროისთვის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა დაახლოებით, 1 500 000–მა ადამიანმა გაიკეთა.

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 90 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 90 086 549 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 934 939 ადამიანი იმსხვერპლა. 64 469 156 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 238 086 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 224 718 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 750 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S