Accentnews.ge
პაპი მოქალაქეებს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს: "ამაზე უარის თქმა თვითმკვლელობაზე წასვლაა"

პაპი მოქალაქეებს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს: "ამაზე უარის თქმა თვითმკვლელობაზე წასვლაა"

10/01/2021 06:00:13 მსოფლიო

რომის პაპი ფრანცისკე მოქალაქეებს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს.

"ინექციაზე უარის თქმა თვითმკვლელობაზე წასვლაა და ვერაფრით ვერ ვხსნი, რატომ ამბობენ უარს აცრაზე. ვაქცინა უნდა გავიკეთოთ", – განაცხადა პაპმა Canale 5–თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ვატიკანში ვაქცინაციის პროცესი სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან დაიწყება და თავადაც გეგმავს, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთოს.

შეგახსენებთ, რომ პაპმა არაერთხელ გააკეთა მოწოდება ვაქცინების სამართლიან განაწილებაზე, რათა პრეპარატზე წვდომა ღარიბ ქვეყნებში მცხოვრებ მოსახლეობასაც ჰქონდეს.

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 90 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 90 086 549 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 934 939 ადამიანი იმსხვერპლა. 64 469 156 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 238 086 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 224 718 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 750 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S