აშშ–მა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას სანქციები დაუწესა
10/01/2021 05:20:46 მსოფლიო
აშშ-მა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მთავარ პროკურორ ფატუ ბენსუდას სანქციები დაუწესა:
"ICC არის კორუმპირებული, პოლიტიზირებული და არაკომპეტენტური. მთავარი პროკურორი ფატუ ბენსუდა, რომელმაც ბოროტად გამოიყენა უფლებამოსილება, თავისი პირადი მიზნებისთვის ჩართული იყო კორუფციულ საქმიანობაში და გაფლანგა მილიონები, სანქცირებულია",-წერს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: ჰააგის სასამართლო ამჟამად იძიებს, ჩაიდინა თუ არა ამერიკამ ომის დანაშაული ავღანეთში.
ამასთან, ჰააგის სასამართლო 2008 წლის ომის დროს შესაძლო დანაშაულებებს იძიებს. 2016 წლის 27 იანვარს ICC–ს წინასასამართლო პალატამ მიიჩნია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის წინ, მიმდინარეობისას და შემდეგ შესაძლოა, მომხდარიყო ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები, რის შემდეგაც პროკურორ ბენსუდას ნება დაერთო, გამოძიება დაეწყო. ჰააგის სასამართლომ შესაძლო დანაშაულთა შესასწავლად 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდი განსაზღვრა.


