საპატრიარქო: "კორონავირუსზე ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი ნეგატიურია"
10/01/2021 05:05:39 საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, კორონავირუსზე ჩატარებული ყველა PCR ტესტის პასუხი უარყოფითია.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლისთვის ტესტირების ჩატარების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მის მდივან-რეფერანტს შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
საპატრიარქოს ცნობით, პატრიარქი ამ ეტაპზე PCR ტესტირებას არ ჩაიტარებს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ ილია მეორე "თავს კარგად გრძნობს".


