Accentnews.ge
ახალციხეში ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა

ახალციხეში ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა

09/01/2021 13:36:45 საზოგადოება

ახალციხეში ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა.

შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ერთი ოჯახის ხუთივე წევრი, მათ შორის 5 თვის ჩვილი ჰოსპიტალიზებულია. ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„ზოგი სავარძელში იწვა, ზოგი – დივანზე, ზოგი – იატაკზე. ყველა მათგანი იყო უგონოდ. გამოვიძახე დამხმარე ბრიგადები. მათ მოსვლამდე გავუწიეთ პირველადი დახმარება. ბავშვი იყო ცალკე ოთახში, დროულად მოარიდეს და გაიყვანეს მეზობლებმა, მათვე დარეკეს სასწრაფოშიც“, – აცხადებს ექიმი მაია ქუტიაშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S