Accentnews.ge
„ტვიტერში“ დაბლოკვის შემდეგ ტრამპი საკუთარი პლატფორმის შექმნის საკითხს განიხილავს: "ვერ გაგვაჩუმებენ!"

„ტვიტერში“ დაბლოკვის შემდეგ ტრამპი საკუთარი პლატფორმის შექმნის საკითხს განიხილავს: "ვერ გაგვაჩუმებენ!"

09/01/2021 07:11:55 მსოფლიო

"ტვიტერში“ დაბლოკვის შემდეგ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სოციალური მედიის საკუთარი პლატფორმის შექმნის საკითხს განიხილავს.

"ვპროგნოზირებდი, რომ ეს მოხდებოდა. ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სხვა უამრავ საიტთან. მალე გავაკეთებთ სასიხარულო განცხადებას. ამასთან, სოციალური მედიის ჩემი საკუთარი პლატფორმის შექმნის საკითხსაც განვიხილავთ. ჩვენ ვერ გაგვაჩუმებენ!", – განაცხადა ტრამპმა.

"ტვიტერმა" აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ გააუქმა.

"დიდი დაკვირვების შემდეგ @realDonaldTrump-ს ანგარიში და მასთან დაკავშირებული კონტენტი გაუქმებულია, იმ რისკის გათვალისწინებით, რომ მომავალში არ მოხდეს ძალადობის წაქეზება. ჩვენ სამუდამოდ შევუჩერეთ ანგარიში”,- ნათქვამია "ტვიტერის" განცხადებაში.

მანამდე, დონალდ ტრამპს საკუთარ ანგარიშზე წვდომა განუსაზღვრელი ვადით „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ შეუჩერა.

ცნობისთვის: დემოკრატები და რიგი რესპუბლიკელები მოქმედ პრეზიდენტ, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს აშშ–ში 6 იანვარს განვითარებულ მოვლენებში ადანაშაულებენ. ბრიტანელების შემდეგ კაპიტოლიუმის შენობაში ყველაზე მასშტაბური შტურმი ტრამპის მხარდამჭერებმა განახორციელეს. შენობაში შეჭრილები მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. ოფიციალური ინფორმაციით, 6 იანვარს განვითარებული მოვლენების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 68 მხარდამჭერი დაკავებულია. აშშ-ის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს წინ უძღოდა ტრამპის არაერთი განცხადება, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S