Accentnews.ge
ბაიდენი – ტრამპზე: "კარგია, თუ ინაუგურაციას არ დაესწრება, მსოფლიო მასშტაბით შეგვარცხვინა"

ბაიდენი – ტრამპზე: "კარგია, თუ ინაუგურაციას არ დაესწრება, მსოფლიო მასშტაბით შეგვარცხვინა"

09/01/2021 06:07:10 მსოფლიო

აშშ–ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, არ დაესწროს მისი შემცვლელის ინაუგურაციის ცერემონიას, სწორია.

"კარგია, თუ ინაუგურაციას არ დაესწრება, ქვეყანა შეარცხვინა, მსოფლიო მასშტაბით შეგვარცხვინა. იგი არ იმსახურებს თანამდებობას, რომელიც დღეს უკავია", – განაცხადა ბაიდენმა.

1869 წლის შემდეგ პირველად, აშშ–ის მოქმედი ლიდერი ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას არ დაესწრება.

"მე არ ვაპირებ 20 იანვარს ინაუგურაციაზე დასწრებას“,– დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიალი 20 იანვარს გაიმართება.

აშშ-ის ისტორიაში არსებობს რამდენიმე პრეცედენტი, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი მისი შემცვლელის ინაუგურაციას არ დაესწრო. ჯონ ადამსი, ჯონ კუინსი ადამსი და ენდრიუ ჯონსონი მათი შემცვლელის ინაუგურაციაზე არ მივიდნენ. ანალოგიურად მოიქცა რიჩარდ ნიქსონიც, რომელიც გადადგომის შემდეგ ჯერალდ ფორდის ფიცის დადების ცერემონიალზე არ მივიდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S