"ტვიტერმა" პრეზიდენტ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ გააუქმა
09/01/2021 06:00:29 მსოფლიო
"ტვიტერმა" აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ გააუქმა
"დიდი დაკვირვების შემდეგ @realDonaldTrump-ს ანგარიში და მასთან დაკავშირებული კონტენტი გაუქმებულია, იმ რისკის გათვალისწინებით, რომ მომავალში არ მოხდეს ძალადობის წაქეზება. ჩვენ სამუდამოდ შევუჩერეთ ანგარიში”,- ნათქვამია "ტვიტერის" განცხადებაში.
მანამდე, დონალდ ტრამპს საკუთარ ანგარიშზე წვდომა განუსაზღვრელი ვადით „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ შეუჩერა.
ცნობისთვის: დემოკრატები და რიგი რესპუბლიკელები მოქმედ პრეზიდენტ, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს აშშ–ში 6 იანვარს განვითარებულ მოვლენებში ადანაშაულებენ. ბრიტანელების შემდეგ კაპიტოლიუმის შენობაში ყველაზე მასშტაბური შტურმი ტრამპის მხარდამჭერებმა განახორციელეს. შენობაში შეჭრილები მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. ოფიციალური ინფორმაციით, 6 იანვარს განვითარებული მოვლენების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 68 მხარდამჭერი დაკავებულია. აშშ-ის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს წინ უძღოდა ტრამპის არაერთი განცხადება, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.


