Accentnews.ge
ჩინეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს ქვეყანაში შესვლის უფლებას ამ დრომდე არ აძლევს

ჩინეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს ქვეყანაში შესვლის უფლებას ამ დრომდე არ აძლევს

08/01/2021 17:17:58 მსოფლიო

ჩინეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს ქვეყანაში შესვლის ნებას ამ დრომდე არ აძლევს.

ჯანმო–ს ხელმძღვანელი ტედროს ადჰანო გებრეიესუსი იმედს გამოთქვამს, რომ პეკინი საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფს ქვეყანაში შესვლის უფლებას მომავალი კვირისთვის მისცემს.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, Covid-19–ის პირველი შემთხვევები ჩინეთში, ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. ექსპერტთა ჯგუფის მიზანია დაადგინონ, როგორ წარმოიშვა ვირუსი.

სადღეისოდ Covid-19 მსოფლიოს 210 ქვეყანაში გავრცელებული.

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 88 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 88 807 247 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 1 912 170 ადამიანი იმსხვერპლა. 63 776 836 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 236 028 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 224 189 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 728 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S