Accentnews.ge
1869 წლის შემდეგ პირველად, აშშ–ის მოქმედი პრეზიდენტი მისი შემცვლელის ინაუგურაციას არ დაესწრება

1869 წლის შემდეგ პირველად, აშშ–ის მოქმედი პრეზიდენტი მისი შემცვლელის ინაუგურაციას არ დაესწრება

08/01/2021 16:56:16 მსოფლიო

1869 წლის შემდეგ პირველად, აშშ–ის მოქმედი ლიდერი ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას არ დაესწრება.

"მე არ ვაპირებ 20 იანვარს ინაუგურაციაზე დასწრებას“,– დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.

ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონიალი 20 იანვარს გაიმართება.

აშშ-ის ისტორიაში არსებობს რამდენიმე პრეცედენტი, როდესაც მოქმედი პრეზიდენტი მისი შემცვლელის ინაუგურაციას არ დაესწრო. ჯონ ადამსი, ჯონ კუინსი ადამსი და ენდრიუ ჯონსონი მათი შემცვლელის ინაუგურაციაზე არ მივიდნენ. ანალოგიურად მოიქცა რიჩარდ ნიქსონიც, რომელიც გადადგომის შემდეგ ჯერალდ ფორდის ფიცის დადების ცერემონიალზე არ მივიდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S