Accentnews.ge
მიტროპოლიტი იოანე: „დეკანოზ ილია კარკაძის ქადაგება არ ეფუძნება ეკლესიის სწავლებას და გამსჭვალულია ანტისემიტური პათოსით“

მიტროპოლიტი იოანე: „დეკანოზ ილია კარკაძის ქადაგება არ ეფუძნება ეკლესიის სწავლებას და გამსჭვალულია ანტისემიტური პათოსით“

08/01/2021 13:18:15 საზოგადოება

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია კარკაძის ბოლო დროს თქმული ქადაგება სრულად წარმოადგენს უსაფუძვლო ბრალდებებს ებრაელი ერის ან ცალკეული წარმომადგენლების მიმართ. არ ეფუძნება ეკლესიის სწავლებას და გამსჭვალულია ანტისემიტური პათოსით, - ამის შესახებ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ინფორმაციისთვის: თავად ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის ამაწინანდელი ქადაგება საზოგადოების წარმომადგენელთა ნაწილმა ანტისემიტიზმად შეაფასა.

„ქართველებისა და ებრაელების ურთიერთთანადგომით სავსე კეთილმეგობრული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა საფუძვლის გარეშე კუსა და მორიელის იგავს არის შედარებული. ამგვარი შედარება შეუსაბამოა, გულსატკენი და დასაგმობი. დეკანოზმა ილიამ მიიღო შესაბამისი შენიშვნა და წუხს ნათქვამი სიტყვების გამო. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნით ადრე ჩემ წინააღმდეგ ანტისემიტიზმის ბრალდებით აგორებული კამპანია მართებულად და ობიექტურად შეაფასა ისრაელის ელჩმა საქართველოში, ბატონმა რან გიდორმა და მაგალითი მოგვცა ტოლერანტობისა. ამგვარი ფაქიზი დამოკიდებულებით ჩვენ არა მარტო წარსული კეთილი ურთიერთობის ხსოვნას შევინარჩუნებთ, არამედ მომავალშიც გავაგრძელებთ მას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: ისრაელის ელჩი მიტროპოლიტ იოანეს ქადაგებასა და შემდგომ განმარტებას ეხმიანება

TDI: საპატრიარქომ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა დაგმონ ანტისემიტიზმი

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S