N17 დაწესებულების პატიმის კორონავირუსით გარდაცვალებას არ ადასტურებენ
08/01/2021 13:08:20 საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს N17 პენიტენციურ დაწესებულებაში covid-19-ით პატიმარი გარდაიცვალა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ არც N17 და არც სხვა დაწესებულებაში covid-19-ით არც ერთი პატიმარი არ გარდაცვლილა.
შეგახსენებთ, რომ ქალთა საპატიმროში ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსი 23 პატიმარს დაუტასტურდა, თუმცა „აქცენტის“ ინფორმაციით, მათ რაოდენობას კიდევ 10 პატიმარი დაემატა.


