Accentnews.ge
გამყრელიძე – პატრიარქის ტესტირებაზე: „ჩემი რეკომენდაცია მოვახსენე“

გამყრელიძე – პატრიარქის ტესტირებაზე: „ჩემი რეკომენდაცია მოვახსენე“

08/01/2021 12:23:14 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე „ფორმულასთან“ აცხადებს, რომ მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილის ინფიცირების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის PCR ტესტის ჩატარების საკითხი საპატრიარქოს გადასაწყვეტია.

"მაგ გადაწყვეტილებას იღებს საპატრიარქო", - განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ მისი რეკომენდაცია საპატრიარქოს უკვე შეატყობინა, თუმცა ამ საკითხზე საჯაროდ საუბარს არ აპირებს, - "ჩემი რეკომენდაცია მე უკვე მოვახსენე გუშინ საპატრიარქოს და ამის შესახებ ღია ეთერში არ ვსაუბრობ".

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პირველიერარქისთვის ტესტირების ჩატარების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც მის მდივან-რეფერანტს შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

თეთრუაშვილი პატრიარქის დაბადების დღეზე საპატრიარქოში იმყოფებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S