მედია: საქართველოდან აშშ–ში ექსტრადირებულ რუს ჰაკერს 12–წლიანი პატიმრობა მიესაჯა
08/01/2021 12:18:42 მსოფლიო
რუს ჰაკერს ანდრეი ტიურინს, რომლის ექსტრადირება აშშ-ში საქართველოდან განხორციელდა, 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
Abc News-ის ინფორმაციით, ტიურინმა კიბერთავდასხმა ათზე მეტ ამერიკულ კომპანიასა და 100 მილიონზე მეტ მომხმარებელზე განახორციელა. მათ შორის, ის კომპანია JP Morgan Chase-ის 80 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი მონაცემების მოპარვაში მონაწილეობდა.
ტიურინი მოსკოვიდან, საკუთარი სახლიდან მოქმედებდა და ამ გზით 19 მილიონ დოლარზე მეტი ფინანსური სარგებელი ნახა.
ცნობისათვის: აშშ-ის მიერ ძებნილი ანდრეი ტიურინი, რომელიც თავს საქართველოს აფარებდა, ქართველმა სამართალდამცავებმა 2017 წელს დააკავეს. ანდრეი ტიურინის ექსტრადირება საქართველოდან აშშ-ში 2018 წლის სექტემბერში განხორციელდა.


