პატრიარქის მდივან-რეფერენტს კორონავირუსი PCR ტესტით დაუდასტურდა
08/01/2021 11:20:15 საზოგადოება
პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ადასტურებს.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს ჩაუტარდა PCR ტესტი, რომლის შედეგადაც დღეს მას დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. ამჟამად ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს და დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
თეთრუაშვილი 4 იანვარს პატრიარქის დაბადების დღის წვეულებას ესწრებოდა. ის იმ საღამოდან თვითიზოლაციაში იყო. ის მეუფე ანტონის კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა.
ამ ეტაპზე უცნობია, ჩაუტარდება თუ არა საქართველოს პატრიარქს კორონავირუსზე კვლევა.


