Accentnews.ge
ირანი ამერიკულ და ბრიტანულ ვაქცინებზე უარს ამბობს და საკუთარის შექმნას ცდილობს

ირანი ამერიკულ და ბრიტანულ ვაქცინებზე უარს ამბობს და საკუთარის შექმნას ცდილობს

08/01/2021 10:57:03 მსოფლიო

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყნის მთავრობას შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების იმპორტის აკრძალვა დაავალა, - იუწყება Reuters.

როგორც აიათოლა ალი ხამენეი განმარტავს, ის ხსენებული ქვეყნების ვაქცინებს არ ენდობა.

„ამერიკელებს რომ ვაქცინის შექმნა შეეძლოთ, საკუთარ ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით ასეთი ფიასკო არ ექნებოდათ”, - აღნიშნა აიათოლა ალი ხამენეიმ.

მისი თქმით, ირანმა ვაქცინები შესაძლოა, სხვა, „უფრო სანდო ქვეყნებიდან“ შეიტანოს.

ირანის უზენაესმა ლიდერ აღნიშნა ისიც, რომ ირანი საკუთარი ვაქცინის შექმნას ცდილობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S