Accentnews.ge
კვლევა – Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა Covid-19-ის ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული სახეობის მიმართ ეფექტურია

კვლევა – Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა Covid-19-ის ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული სახეობის მიმართ ეფექტურია

08/01/2021 10:39:07 მსოფლიო

Pfizer–ისა და Texas Medical Branch–ის უნივერსიტეტის კვლევის შედეგების თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა კორონავირუსის ბრიტანული და სამხრეთ აფრიკული სახეობის მიმართ ეფექტურია.

"ამ ეტაპზე ჩვენ Pfizer/BioNTech-ის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობა Covid-19-ის 16 სხვადასხვა მუტაციაზე გამოვცადეთ. კორონავირუსის არც ერთ ახალ სახეობას არ ჰქონია რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა ვაქცინაზე. ეს კარგი ამბავია, თუმცა ვერ გამოვრიცხავთ, რომ მეჩვიდმეტეს არ ექნება", – განაცხადა Pfizer– ის ერთ–ერთმა წამყვანმა მეცნიერმა ფილ დორმიცერმა.

Pfizer / BioNTech–ის ვაქცინა ისევე, როგორც Moderna–ს ვაქცინა, იყენებს RNA [რიბონუკლეინის მჟავა — პოლინუკლეოტიდი. დნმ-სგან განსხვავებით მისი მოლეკულა ერთჯაჭვიანია. რნმ მონაწილეობს ცილის ბიოსინთეზში] ტექნოლოგიას და საჭიროების შემთხვევაში მისი სწრაფად შეცვლა შესაძლებელია. კერძოდ მეცნიერთა ვარაუდით, ცვლილებების შეტანა მაქსიმუმ, 6 კვირაში განხორციელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S