კამჩატკის ჩანჩქერზე ყინულის ჩამოშლას მსხვერპლი მოჰყვა
08/01/2021 06:31:21 მსოფლიო
კამჩატკის ნახევარკუნძულზე, ვილიუჩინის ჩანჩქერზე ყინულის ჩამოშლის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კამჩატკის მხარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის მარინა ვოლკოვას განცხადებით, დაშავებულთაგან ერთ-ერთი 10 წლის ბავშვია, რომელიც რეანიმაციაშია მოთავსებული.
ვილიუჩინის ჩანჩქერი კამჩატკაზე ადგილობრივი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, რომლის სიმაღლე 40 მეტრს აღემატება.
ჩანჩქერზე ყინულის ჩამოშლის შესახებ 7 იანვარს, დილას გახდა ცნობილი. ყინულის ნაშალში სულ ოთხი ადამიანი მოყვა.


