Accentnews.ge
ესპანეთში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა

ესპანეთში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა

08/01/2021 06:01:35 მსოფლიო

უამინდობამ ესპანეთში პრობლემები შექმნა: დაბალი ტემპერატურისა და თოვლის გამო, გაუქმდა ავიარეისები და შეფერხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

მადრიდის ჩრდილოეთიდან 400 კილომეტრის მოშორებით ჰაერის ტემპერატურა -35 გრადუსამდე დაეცა, რაც ესპანეთის ისტორიაში რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. მოთოვა მადრიდშიც, სადაც -2 გრადუსი ყინვა დაფიქსირდა.

შტორმის შედეგად, ძლიერი ქარი და წვიმა იყო კანარის კუნძულებზეც. სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის მასშტაბით ყინვა კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S