Accentnews.ge
კორონავირუსის წინააღდეგ შესაძლოა, ახალი პრეპარატის გამოყენება დაიწყოს

კორონავირუსის წინააღდეგ შესაძლოა, ახალი პრეპარატის გამოყენება დაიწყოს

07/01/2021 16:22:46 საზოგადოება

კორონავირუსის წინააღდეგ შესაძლოა, ახალი პრეპარატის გამოყენება დაიწყოს: პრეპარატ "მოლნუპირავირზე" ცდები უკვე ჩატარდა და წინასწარი შედეგი დამაკმაყოფილებელია და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის „იარაღადაც“ შესაძლოა, დამტკიცდეს.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ფიქრობს, რომ „ზედმეტი ეიფორია არ ღირს“, რადგან მისი ეფექტურობა ჯერ კლინიკური კვლევებით უნდა დადასტურდეს.

"ჯერჯერობით, ამის წინაპირობა ლაბორატორიის იქით და ცხოველებზე ჩატარებული ცდების გარდა არ არსებობს. ეს დამაიმედებელია, მაგრამ სამწუხაროდ, ლაბორატორიული და ცხოველებზე ცდებით მიღებული დასკვნები პაციენტებთან ხშირად არ ამართლებს. ამიტომ, ჩვენ ზედმეტი ეიფორია არ გვმართებს. დაველოდოთ კლინიკურ შედეგებს, ამას 2-3 თვე დასჭირდება. ღმერთმა ქნას, რომ ამ პრეპარატმა გაამართლოს,"-განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S