იაპონიაში რესტორნებს სამუშაო საათების შემცირების გამო თვეში 17 400$–ს გამოუყოფენ
07/01/2021 13:07:49 მსოფლიო
იაპონიის ნაწილში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში რესტორნები საღამოს 20:00 საათზე დაიკეტება და მთავრობა თითოეულ რესტორანს, რომელიც სამუშაო საათებს შეამცირებს, თვეში 1.8 მილიონ იენს (17 400 აშშ დოლარს) გამოუყოფს,– იუწყება CNN.
შეზღუდვების თანახმად, იმ რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, სადაც ინფიცირების გავრცელების მაჩვენებელი მაღალია, სახლიდან მუშაობის რეკომენდაცია ეძლევა, დამსაქმებლებს კი ხელისუფლება მოუწოდებს, თანამშრომლების 70% დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ.
საგანგებო მდგომარეობა ტოკიოში და საიტამას, ჩიბასა და კანაგავას პრეფექტურებში პარასკევიდან ამოქმედდება და ძალაში 2 თებერვლამდე დარჩება.


