Accentnews.ge
დიდი ბრიტანეთი ლონდონში საველე ჰოსპიტალს ამზადებს

დიდი ბრიტანეთი ლონდონში საველე ჰოსპიტალს ამზადებს

07/01/2021 11:59:22 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი ლონდონში საველე ჰოსპიტალს ამზადებს, - იუწყება Reuters ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ლონდონში კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდება, საველე ჰოსპიტალი მზად იქნება იმისთვის, რომ გადატვირთული ჯანდაცვის სისტემის მდგომარეობა შეამსუბუქოს.

კითხვაზე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლონდონში მდებარე „ჯანმრთელობის ეროვნული სამსახურის“ საავადმყოფოები შეიძლება, ორ კვირაში გადაიტვირთოს, ჰენკოკმა უპასუხა: "რა თქმა უნდა, მე შეშფოთებული ვარ იმ ზეწოლით, რის ქვეშაც ჯანმრთელობის ეროვნული სამსახური იმყოფება“.

მისივე თქმით, ხელისუფლება საავადმყოფოების განტვირთვის მიზნით დამატებითი რესურსების გააქტიურებას იწყებს.

”მაგალითად, ლონდონში, საჭიროების შემთხვევაში, საველე ჰოსპიტალს გამოვიყენებთ,“- განაცხადა მეთ ჰენკოკმა.

ცნობისათვის: გაერთიანებულ სამეფოში გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 1 041 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც რეკორდული დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის აპრილის შემდეგ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S