Accentnews.ge
ზურაბიშვილი:"ამერიკულმა ინსტიტუტებმა შეძლეს ძლიერების დადასტურება"

ზურაბიშვილი:"ამერიკულმა ინსტიტუტებმა შეძლეს ძლიერების დადასტურება"

07/01/2021 11:34:10 საზოგადოება

გუშინდელი დღის შემაშფოთებელი სცენების მიუხედავად, ძალადობის ფონზე, ამერიკულმა ინსტიტუტებმა შეძლეს თავისი ძლიერებისა და გამძლეობის დადასტურება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“ წერს.

მისი თქმით, საქართველოს დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად ძლიერი ამერიკა სჭირდება.

„30 წელია, რაც აშშ მხარს უჭერს საქართველოს გზას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ. ჩვენთვის აშშ მისაბაძი მაგალითია.

გუშინდელი დღის შემაშფოთებელი სცენების მიუხედავად, ძალადობის ფონზე, ამერიკულმა ინსტიტუტებმა შეძლეს თავისი ძლიერებისა და გამძლეობის დადასტურება.

საქართველოს ძლიერი ამერიკა სჭირდება დემოკრატიული მსოფლიოს ლიდერად“, – წერს ზურაბიშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S