Accentnews.ge
შორენა თეთრუაშვილი თვითიზოლაციაშია

შორენა თეთრუაშვილი თვითიზოლაციაშია

07/01/2021 13:00:01 საზოგადოება

საპატრიარქოს პრესსპიკერი ანდრია ჯაღმაიძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ მედიას პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურა, ამბობს, რომ "ცოტა არაზუსტი ინფორმაცია" გაავრცელა. მისი თქმით, თეთრუაშვილი თვითიზოლაციაშია და ვირუსი ჯერ არ დადასტურებია.

ჯაღმაიძის როგორც თავდაპირველი, ასევე დამაზუსტებელი კომენტარი ტაბულამ გაავრცელა.

"ცოტა არაზუსტად მოგაწოდეთ ინფორმაცია, როგორც დავაზუსტე, ოფიციალური პასუხი ჯერ არ ყოფილა. ანუ მას ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც აღმოაჩნდა კორონა და თავად მას აღმოაჩნდა სიმპტომები. ეხლა იზოლაციაშია, ანალიზის პასუხი იქნება ხვალ", - ამბობს ჯაღმაიძე "ტაბულას" ცნობით.

აღსანიშნავია, რომ 4 იანვარს თეთრუაშვილი ილია II იუბილეზე იმყოფებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S