Accentnews.ge
მერკელი - კაპიტოლიუმში შეჭრაზე: "გამაბრაზა"

მერკელი - კაპიტოლიუმში შეჭრაზე: "გამაბრაზა"

07/01/2021 10:19:07 მსოფლიო

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დონალდ ტრამპის მომხრეების მიერ აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ მომხდარის გამო გაბრაზებული და დამწუხრებულია.

”გუშინ ჩვენ ყველამ ვნახეთ აშშ-ის კონგრესის შტურმის შემაშფოთებელი სურათები და ამ სურათებმა გამაბრაზა და დამამწუხრა”, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მისი თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს.

„ვწუხვარ, რომ ნოემბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა არჩევნებში დამარცხება არ აღიარა,“ - აღნიშნა მერკელმა.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის, ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა ვაშინგტონში პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის გამო სხდომა შეწყდა. ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

ვაშინგტონის პოლიციის მონაცემებით, აშშ-ის კონგრესში შეჭრისა და არეულობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთი ქალი კაპიტოლიუმის შენობაში მომხდარმა სროლამ იმსხვერპლა. ასევე, კონგრესში შეჭრის შედეგად, პოლიციის სულ მცირე 14 ოფიცერი დაშავდა. 52-ზე მეტი პირი სამართალდამცველებმა დააკავეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S