Accentnews.ge
კონგრესმა ჯო ბაიდენი არჩეულ პრეზიდენტად სცნო

კონგრესმა ჯო ბაიდენი არჩეულ პრეზიდენტად სცნო

07/01/2021 09:24:08 მსოფლიო

აშშ-ის კონგრესმა საპრეზიდენტო არჩენვებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა. საარჩევნო კოლეგიის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ჯო ბაიდენი - 306; დონალდ ტრამპი - 232.

სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ არ დააკმაყოფილეს ჯორჯიასა და პენსილვანიაში ბაიდენისთვის ხმების გაუქმების მოთხოვნები. ჩაიშალა არიზონას, ნევადას და მიჩიგანის შტატების შედეგების გაპროტესტების მცდელობაც. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცებას წინ არეულობა უძღოდა.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა ვაშინგტონში პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის გამო სხდომა შეწყდა. ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

ვაშინგტონის პოლიციის მონაცემებით, აშშ-ის კონგრესში შეჭრისა და არეულობის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთი ქალი კაპიტოლიუმის შენობაში მომხდარმა სროლამ იმსხვერპლა. ასევე, კონგრესში შეჭრის შედეგად, პოლიციის სულ მცირე 14 ოფიცერი დაშავდა. 52-ზე მეტი პირი სამართალდამცველებმა დააკავეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S