"რესპუბლიკელებმა" სენატში უმრალესობა დაკარგეს
06/01/2021 22:33:36 მსოფლიო
აშშ-ის სენატში კონტროლი „დემოკრატებმა“ მოიპოვეს, ვინაიდან ჯორჯიის შტატში ჩატარებული სენატის არჩევნების მეორე ტურში დემოკრატიული პარტიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ჯონ ოსოფმა გაიმარჯვა, - ამის შესახებ ამერიკული მედია Edison Research-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
აღნიშნული მონაცემების თანახმად, არჩევნებში ჯონ ოსოფმა ხმების 50.3% მიიღო, მისმა მეტოქემ, „რესპუბლიკელმა“ დევიდ პერდიუმ კი - 49.7%. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ Edison Research-ის პროგნოზით, არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა „დემოკრატმა“ რაფაელ უორნოკმა.
ცნობისათვის: „დემოკრატიული პარტიის“ აღნიშნული ორი კანდიდატის გამარჯვება ნიშნავს, რომ კონგრესის ზედა პალატაში „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ თანაბარი რაოდენობის, 50-50-ზე, მანდატები ექნებათ, თუმცა აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სენატის თავმჯდომარეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ საკითხზე კენჭისყრისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, კამალა ჰარისს გადამწყვეტი ხმა ექნება.


