კაპიტოლიუმში სპეცრაზმი შევიდა: ადგილზე სულ მცირე, ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაანეიტრალეს
06/01/2021 22:08:42 მსოფლიო
ვაშინგტონში პოლიციამ სულ მცირე ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაანეიტრალა. ერთ-ერთი რესპუბლიკელების ეროვნული კომიტეტის ოფისს შენობაში ხოლო მეორე აშშ-ს კაპიტოლიუმის კომპლექსში იპოვეს,– იუწყება CNN-ს სამართალდამცველებზე დაყრდნობით.
nbc- ცნობით, კაპიტოლიუმის შენობაში სპეცრაზმი შევიდა.
ტრამპის მხარდამჭერებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის გამო სხდომა შეწყდა. ვრცელდება ცნობა დაჭრილის შესახებ. ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის შეყვანის ბრძანება გასცა.


