Accentnews.ge
ბაიდენი: "მოვუწოდებ ამ ბანდიტებს, უკან დაიხიონ!"

ბაიდენი: "მოვუწოდებ ამ ბანდიტებს, უკან დაიხიონ!"

06/01/2021 21:35:20 მსოფლიო

ჩვენი დემოკრატია უპრეცედენტო თავდასხმის სამიზნეა, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკეთა.

„ეს არის თავდასხმა ხალხის წარმომადგენლებზე და კაპიტოლიუმის პოლიციაზე, რომელიც მათ იცავდა. ეს არის თავდასხმა საჯარო მოხელეებზე, რომლებიც ჩვენი რესპუბლიკის გულში მუშაობენ. თავდასხმა კანონის უზენაესობაზე. მკაფიოდ უნდა განვაცხადო, რომ ის ქაოსი კაპიტოლიუმთან ახლავე უნდა შეწყდეს! ის, რასაც ხედავთ კაპიტოლიუმთან, არ გამოხატავს იმას, რაც ჩვენ სინამდვილეში ვართ. ეს არის ექსტრემისტების მცირე ჯგუფი. მოვუწოდებ ამ ბანდიტებს, უკან დაიხიონ და დემოკრატიას წინსვლის საშუალება მისცენ. პრეზიდენტის სიტყვები ყოველთვის მნიშვნელოვანია, არ აქვს მნიშვნელობა ეს ცუდი, თუ კარგი პრეზიდენტია. საუკეთესო შემთხვევაში, პრეზიდენტის სიტყვები შთაგაგონებს, უარეს შემთხვევაში წაგაქეზებს“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა ვაშინგტონში, პოლიციის კორდონი გაარღვიეს და კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა. სესიაზე ამომრჩეველთა კოლეგიის ხმის მიცემის შედეგები უნდა დაემტკიცებინათ. არეულობის გამო სხდომა შეწყდა. ვრცელდება ცნობა დაჭრილის შესახებ. ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის შეყვანის ბრძანება გასცა.

ძალადობა და დესტრუქცია, რომელიც აშშ-ის კაპიტოლიუმში მიმდინარეობს, უნდა შეწყდეს და ის უნდა შეწყდეს ახლავე, – ეს განცხადება აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

პენსის თქმით, ყველამ, ვინც ამ პროცესში ჩართულია, პატივი უნდა სცეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს და შენობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ.

მისი განცხადებით, მშვიდობიანი პროტესტი ყველა ამერიკელის უფლებაა, თუმცა აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმა მიუღებელია და ყველა პასუხისმგებელი პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S