ნატო მოლდოვასთან თანამშრომლობას აღრმავებს
06/01/2021 15:00:01 მსოფლიო
ნატო მოლდოვასთან თანამშრომლობის გაღრმავებას აპირებს,- ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, სატელეფონო საუბრისას მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატო მოლდოვას უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზაციაში კვლავ დაეხმარება.
თავის მხრივ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ მადლობა გადაუხადა სტოლტენბერგს ნატო-ს მიერ მოლდოვის მრავალწლიანი მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის.
მისივე თქმით, ნატო-ს დახმარებით, მოლდოვამ შეძლო უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ინიცირება და ეროვნული არმიის მოდერნიზაციის პროცესი წამოიწყო.
კონსტიტუციით მოლდოვას ნეიტრალური სტატუსი აქვს, თუმცა ქვეყანა ნატო-სთან ინდივიდუალური პარტნიორობის გეგმის ფარგლებში თანამშრომლობს.


