სინოპტიკოსები შობის ღამეს ყინვას პროგნოზირებენ
06/01/2021 12:12:50 საზოგადოება
6-8 იანვარს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ცივი და ზოგან ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6-8 იანვარს დასავლეთ საქართველოში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღის საათებში +13, +18 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში კი ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
შობის ღამეს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +4, +9, მთაში -5, 0, მაღალმთაში -10, -5, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -6, -1, მთაში -10, -5, მაღალმთაში -13, -8 გრადუსი იქნება.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა შობის ღამეს 0, -2 გრადუსი დაფიქსირდება, დღისით კი ჰაერი +6, +8 გრადუსამდე გათბება.


