Accentnews.ge
კორონავირუსს 22 წლის გოგო ემსხვერპლა

კორონავირუსს 22 წლის გოგო ემსხვერპლა

06/01/2021 11:49:03 საზოგადოება

ბათუმში, საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში 6 იანვარს 22 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა.

როგორც კლინიკაში განაცხადეს, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში 12 დეკემბერს შეიყვანეს და იმ დროისთვის მისი მდგომარეობა უკვე მძიმე იყო, მისი მდგომარეობა დამძიმდა და გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"მას ჰქონდა ორმხრივი პნევმონია. რამდენიმე დღეში აუცილებელი გახდა პაციენტის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა", - აცხადებენ კლინიკაში.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 233 879 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 223 276 გამოჯანმრთელდა, 2 666 პირი კი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 14 839 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 253, PCR-ტესტით – 6 586.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S