Accentnews.ge
რატომ გაჩნდა ხანძრის ათობით კერა საქართველოში

რატომ გაჩნდა ხანძრის ათობით კერა საქართველოში

06/01/2021 11:38:01 საზოგადოება

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ხანძრის 100–ზე მეტი კერა გაჩნდა. მათგან რამდენიმესთან გამკლავება მეხანძრეებმა მოქალაქეებთან ერთად შეძლეს, რამდენიმესთან ბრძოლა კი ჯერ ისევ გრძელდება. რთული ვითარებაა ოკუპირებულ გალში, სადაც ცეცხლი დასახლებულ პუნქტშიც გავრცელდა.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ შესაძლო მიზეზებს, გარემოსდამცველები ორ ძირითად ფაქტორზე ყალიბდებიან:

  • ადამიანური ფაქტორი;
  • კლიმატური პირობები.

კერძოდ, გარემოსდამცველების ვარაუდით, მოსახლეობა წინა წლის მოსავლის ნარჩენებს წვავს და შესაძლოა, ეს გახდეს ხანძრის წარმოქმნის მიზეზი, ან ბრაკონიერები, რომლებიც ამ პეროდში აქტიურად გადაადგილდებიან ტყეებში, ხანძარი კი შესაძლოა, უყურადღებოდ დატოვებულმა კოცონმა წარმოქმნა და კლიმატი მის გავრცელებას უწყობს ხელს.

„საქართველოში ბოლო 6–10 წლის განმავლობაში კლიმატის ცვლილების ფონზე მკვეთრად გაიზარდა ხანძრების შემთხევები. გამოწვევი მიზეზი გაუფრთხლებლობაა ტყესთან მიმართებაში და ის, რომ დასავლეთ საქართველოში უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა და ნალექის ნაკლებობაა. შესაბამისად, ეს იწვევს ხანძრებს და უნდა ველოდოთ, რო კლიმატის ცვლილების ფონზე, ეს უფრო ხშირი იქნება“,– განმარტა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილმა მინისტრმა ნინო ჩხობაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S