კიევში საახალწლო ლოკაციები იხურება
06/01/2021 11:06:25 მსოფლიო
8 იანვრიდან 25 იანვრამდე უკრაინის მასშტაბით მთავრობის მიერ კორონავირუნსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით მიღებული ახალი შეზღუდვბი იმოქმედებს.
როგორც "უნიანი" წერს, იხურება ყველა საახალწლო ლოკაცია. ახალი შეზღუდვების თანახმად, უნდა შეწყდეს საახალწლო კონცერტები, დაიხუროს ატრაქციონები, საახალწლო ბაზრობები, მათ შორის პროდუქტის.


