კახეთის გზატკეცილზე ავარია მოხდა, დაშავებულია სამი პირი
06/01/2021 07:17:51 საზოგადოება
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა მიკროავტობუსს შეეჯახა.
დაშავებულები არიან მიკროავტობუსის ორი მგზავრი და მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გჰადაოყვანა. წინასწარი მონაცემებით, შედარებით მძიმეა ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.


