7 911 კოვიდ–ინფიცირებულიდან 3 901 პირია ჰოსპიტალიზებული
06/01/2021 07:03:45 საზოგადოება
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში დადასტურდა. კერძოდ, რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისი – 735,
აჭარა-119,
იმერეთი-331,
ქვემო ქართლი-128,
შიდა ქართლი-103,
გურია-43,
სამეგრელო – ზემო სვანეთი-151,
კახეთი-116,
მცხეთა-მთიანეთი-22,
სამცხე-ჯავახეთი -35,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-17.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 911, საიდანაც, 3 901 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 921, აჭარაში-359, იმერეთში-731.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 863 პირი, მათ შორის, თბილისში-364, აჭარაში-92, იმერეთში-213.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 279 პირი, მათგან თბილისში-171, აჭარაში-18, იმერეთში-34.
765 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 211-თბილისში, 455-აჭარაში, 26-იმერეთში.
3 245 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 484 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-154, აჭარაში-45, ხოლო იმერეთში-64.
სულ 6 ოქტომბრიდან – 5 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-21 235 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 279 ადამიანი, მათ შორის თბილისში-14 703 პირი, აჭარაში-1 958, იმერეთში-2 497.


