Accentnews.ge
გამოვლინდა კორონავირუსის 1800 შემთხვევა, გარდაიცვალა 20 ადამიანი

გამოვლინდა კორონავირუსის 1800 შემთხვევა, გარდაიცვალა 20 ადამიანი

06/01/2021 07:02:18 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსის 1 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 489 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 20 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 233 879 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 223 276 გამოჯანმრთელდა, 2 666 პირი კი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 14 839 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 253, PCR-ტესტით – 6 586.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S