იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში ხანძარს ისევ ებრძვიან
06/01/2021 06:11:23 საზოგადოება
იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში ხანძარს ისევ ებრძვიან, ხუთის ლოკალიზება კი გვიან ღამით მოხერხდა.
იმერეთის გუბერნატორის ინფორმაციით, ყველაზე რთული ვითარება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარათში იყო, სადაც ცეცხლის მოსახლეობაში გავრცელების საფრთხე არსებობდა.
ადგილზე 40-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობდა და ხანძრის ლოკალიზება მათი ძალისხმევით დროულად მოხერხდა. ამ წუთებში ხანძარს ებრძვიან საჩხერეში, ჭიათურასა და ხარაგაულში, სადაც ცეცხლი მიუვალ ადგილებში გაჩნდა.


