Accentnews.ge
Amazon-მა 11 ავიალაინერი იყიდა

Amazon-მა 11 ავიალაინერი იყიდა

05/01/2021 21:10:03 მსოფლიო

Amazon-მა 11 ავიალაინერი იყიდა, რათა გააძლიეროს და გააფართოოს საჰაერო გადაზიდვების შემადგენლობა,- იუწყება Reuters. საუბარია Boeing 767-300 ლაინერებზე, რომელიც კომპანიას დაეხმარება, დააჩქაროს მიწოდება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი ლაინერები Amazon-ის საჰაერო ფლოტს 2021-2022 წლისთვის შეუერთდება.

„ჩვენი მიზანია, აშშ-ის მასშტაბით, გავაგრძელოთ მომხმარებლებისთვის მიწოდების ისეთი სერვისის უზრუნველყოფა, როგორსაც ისინი Amazon-ისგან ელიან. ავიალაინერების შესყიდვა კი, ამ მიზნისკენ გადადგმული მომდევნო ნაბიჯია“, - განაცხადეს კომპანიაში.

Amazon-ი უმსხვილესი ონლაინ რითეილერია, რომლის აქციებიც 2020 წელს, პანდემიის პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა. კომპანიის საბაზრო ღირებულება, დაახლოებით, $1.5 ტრილიონია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S