Accentnews.ge
„შესაძლოა, შედარებით მცირე ხნის ურთიერთობა გახდეს ახალი ნაირსახეობის გადაცემის ხელშემწყობი“

„შესაძლოა, შედარებით მცირე ხნის ურთიერთობა გახდეს ახალი ნაირსახეობის გადაცემის ხელშემწყობი“

05/01/2021 18:01:15 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევაში შესაძლოა, ინფიცირებულთან უფრო მცირე ხნის კონტაქტი იყოს საკმარისი დაავადებისთვის, ვიდრე ძველის შემხვევაში.

ინფორმაციისთვის: ეპიდემიოლოგების განმარტებით, ამჟამად ქვეყანაში გავრცელებული კორონავირუსის შტამის შემთხვევაში ინფიცირებულთან დისტანციის და პირბადი გარეშე 15 წუთის განმავლობაში კონტაქტი საკმარისია დაინფიცირებისთვის.

„ამ მიმართულებით ჯერ კვლევები არ არის ჩატარებული, მაგრამ შესაძლოა, შედარებით მცირე ხნის ურთიერთობა გახდეს ახალი ნაირსახეობის გადაცემის ხელშემწყობი“,– განაცხადა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში და იქვე დასძინა, რომ პირბადე და დისტანცია ამ შემთხვევაშის თავის დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

მისივე თქმით, ახალ შტამს იგივე კლინიკური ნიშნები აქვს, რაც ძველს, უბრალოდ, ის 50–დან 70%–მდე უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ძველი და ეპიდემიოლოგების შიში დაავადებულების რაოდენობის სწრაფ ზრდასა და სამედიცინო სექტორის გადატვირთვასთან იყო დაკავშირებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S