აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
05/01/2021 17:48:17 მსოფლიო
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. შეზღუდვები მეტალურგიული ინდუსტრიის წინააღმდეგ არის მიმართული. როგორც სახაზინო დეპარტამენტის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, სასანქციო სიაში 17 კომპანია და ერთი ფიზიკური პირი მოხვდა.
„ირანის რეჟიმი მეტალურგიული სექტორიდან მიღებულ შემოსავალს იყენებს მსოფლიოში რეჟიმის მადესტაბილიზებელი ქმედებების დასაფინანსებლად“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მაიკ პომპეოს განცხადებაში.


