Accentnews.ge
კრემლი: მერკელმა და პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთობლივად წარმოება განიხილეს

კრემლი: მერკელმა და პუტინმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთობლივად წარმოება განიხილეს

05/01/2021 16:32:45 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ვლადიმირ პუტინმა და ანგელა მერკელმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთობლივად წარმოების შესაძლებლობა განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში თანამშრომლობის საკითხი იქნა განხილული. აქცენტი ვაქცინის ერთობლივად წარმოების შესაძლო პერსპექტივაზე გაკეთდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია ორი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროებსა და სხვა პროფილურ უწყებებს შორის გაგრძელდება“, – ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის განცხადებაში.

პუტინმა და მერკელმა ერთმანეთს შობისა და ახალი წლის დღესასწაულები მიულოცეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S