Accentnews.ge
ილია მეორე: "მაძლიერებს თქვენი სულიერი თანადგომა"

ილია მეორე: "მაძლიერებს თქვენი სულიერი თანადგომა"

05/01/2021 16:27:49 საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მადლობას უხდის ყველას ინტრონიზაციის, ასევე დაბადების დღის მოლოცვისთვის.

„მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, როგორც ინტრონიზაციის, ისე დაბადების დღის მოლოცვისთვის. რა თქმა უნდა, მაცხოვარი იქნება პირუთვნელი მსაჯული იმისა, რა და როგორ გაკეთდა, მაგრამ ერთი კია, – ძალისამებრ ჩემისა ყოველთვის მთელი გულით ვემსახურებოდი და ვემსახურები უფალს და სამშობლოს და მაძლიერებს თქვენი სულიერი თანადგომა.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ღმერთმა გიწინამძღვროთ ყოველ კეთილ საქმეში“, – ნათქვამია ილია მეორის სამადლობელ წერილში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S