Accentnews.ge
”ნამდვილად ჰქონდათ ოპერაცია ჩრდილოეთ კავკასიაში” – Bellingcat–ის რეპორტიორმა „ФСБ–ს მომწამლველების მოგზაურობის დეტალები გაამჟღავნა

”ნამდვილად ჰქონდათ ოპერაცია ჩრდილოეთ კავკასიაში” – Bellingcat–ის რეპორტიორმა „ФСБ–ს მომწამლველების მოგზაურობის დეტალები გაამჟღავნა

05/01/2021 15:16:13 მსოფლიო

31 დეკემბერს Bellingcat- ის ჟურნალისტმა ჰრისტო გროზევმა გამოაქვეყნა მონაცემები ФСБ–ს ოფიცრების - რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის სავარაუდო მომწამლველების გადაადგილების შესახებ: დოკუმენტი შეიცავს ინფორმაციას ბოლო 16 წლის განმავლობაში რუსეთში მოგზაურობის თაობაზე.

როგორც გროზევი ამბობს, ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება, დავასკვნათ, რომ ჯგუფი რამდენიმე მკვლელობაში მონაწილეობდა. თუმცა ჟურნალისტი იმასაც აღნიშნავს, რომ სამგზავრო თარიღების საზოგადო მოღვაწეთა გარდაცვალების თარიღებთან დამთხვევა საკმარისი არ არის და Bellingcat ამჟამად უფრო დეტალურ ანალიზზე მუშაობს.

ჟურნალისტის თქმით, Bellingcat იძიებს "ФСБ მომწამლვევების" შესაძლო კავშირს 2014 წელს ჟურნალისტ ტიმურ კუაშევის, 2019 წელს „ახალი რუსეთის მოძრაობის“ ლიდერის ნიკიტა ისაევის და 2017 წელს პოლიტიკოსი ვლადიმერ კარა-მურზა გარდაცვალებასთან.

„უკვე იკვეთება სურათი, რომ ამ მომწამვლელებს ნამდვილად ჰქონდათ ოპერაცია ჩრდილოეთ კავკასიაში და შესაძლოა, იქ მოკლეს უფლებადამცველები და ჟურნალისტები”, - თქვა გროზევმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S