Accentnews.ge
იტალიაში შეზღუდვების შემსუბუქება დღესასწაულების შემდეგ დაიწყება

იტალიაში შეზღუდვების შემსუბუქება დღესასწაულების შემდეგ დაიწყება

05/01/2021 11:43:43 მსოფლიო

იტალიაში საყოველთაო კარანტინი დღესასწაულების შემდეგ, სამუშაო დღეებში შემსუბუქდება, დასვენების დღეებში კი შენარჩუნდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო.

ქვეყნის მასშტაბით ყველა ბარი და რესტორანი კვირის ბოლომდე, დასვენების დღეებშიც დახურული დარჩება. ქალაქებს შორის გადაადგილება კი, მინიმუმამდე შემცირდება.

ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, იტალია შეზღუდვების ძველ, მესამე დონეს უბრუნდება, რომლის მიხედვით სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული შეზღუდვების დაწესებაა შესაძლებელი.

იტალიელებმა შობისა და ახალი წლის დღესასწაული ძირითადად სახლში გაატარეს. მოსახლეობას სახლების დატოვების უფლება მხოლოდ სამსახურის, ჯანმრთელობის ან სხვა გადაუდებელი მიზეზით შეეძლოთ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსის 2.15 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის პანდემიამ 75 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S