Accentnews.ge
რეინფიცირებასთან დაკავშირებით ჯანდაცის სამინისტროსა და თენგიზ ცერცვაძეს განსხვავებული ცნობები აქვთ

რეინფიცირებასთან დაკავშირებით ჯანდაცის სამინისტროსა და თენგიზ ცერცვაძეს განსხვავებული ცნობები აქვთ

05/01/2021 08:06:21 საზოგადოება

რეინფიცირებასთან დაკავშირებით ჯანდაცის სამინისტროსა და ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელ თენგიზ ცერცვაძეს განსხვავებული ცნობები აქვთ.

კერძოდ, თემის კომენტირებისას ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ მსოფლიოს მასშტაბით მსგავსი ერთხეული შემთხვევებია აღწერილია და ისინიც კვლევას საჭიროებენ, თუ რამ განაპირობა აღნიშნული, „ჩვენს შემთხვევაში რეინფიცირება არ ყოფილა“.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, შესასწავლად გადარჩეულია 10–მდე შემთხვევა და მიმდინარეობს კვლევა.

თენგიზ ცერცვაძემ 3 დეკემბერს განაცხადა, რომ კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდა. მისი თქმით, ქვეყანაში რეინფიცირების სამი ოფიციალურად დადასტურებული ფაქტია გამოვლენილი.

4 დეკემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ცერცვაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია არ დაადასტურა.

„მიმდინარეობს კვლევა რამდენიმე სავარაუდო შემთხვევის, მაგრამ დადასტურებული ინფორმაცია, რომ რეინფექცია გვქონდა, არ არის. გვაქვს რამდენიმე სავარაუდო შემთხვევა, სადაც მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა, ანუ განმეორებითი კვლევა და ამავე დროს, მიმდინარეობს ე.წ სეკვენირება, რომელიც მაღალ ტექნოლოგიებს საჭიროებს და ეს ტექნოლოგიები აქვს მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიას ჩვენს ქვეყანაში. რომ დავადასტურო, ნამდვილად იყო თუ არა რეინფიცირება, ამას სჭირდება კარგად განხილვა პროფესიულ საბჭოზე და გადაწყვეტილება ყველა იმ ლაბორატიული კვლევის, თუ სხვა არგუმენტის, რომელიც არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, რეინფიცირების სავარაუდო შემთხვევები ძირითადად ის პაციენტები არიან, რომლებსაც გაზაფხულზე ჰქონდათ კორონავირუსი:

„ეს იყო ძირითადად გაზაფხულის შემთხვევები და ახლა ნოემბერში განმეორებით. ახლა ვიკვლევთ პირველად ნიმუშებს, ნამდვილად იყო თუ არა, სადმე ხომ არ მოხდა შეცდომა და ა.შ. ეს არ არის მარტივი, რომ დაადასტურო, გაქვს თუ არა ქვეყანაში რეინფირიცირება“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S