Accentnews.ge
მხნე იყავი საქართველო - ემიგრანტი მოზარდების საახალწლო გზავნილები საქართველოს

მხნე იყავი საქართველო - ემიგრანტი მოზარდების საახალწლო გზავნილები საქართველოს

05/01/2021 07:34:42 საზოგადოება

ფონდის დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის პრეზიდენტი თიკა სვანიძე ვენკოს ინიციატივით შეიქმნა პირველი საერთაშორისო დიასპორული ონლაინსკოლა: „გაკვეთილები საზღვრების გარეშე“, რომელიც მსოფლიოს 22-ქვეყანაში მცხოვრებ 150-მდე ემიგრანტ მოზარდს აერთიანებს.

ონლაინსკოლამ ემიგრანტი მოზარდები საქართველოსა და ქართველ თანატოლებს დააკავშირა.

ონლაინსკოლის ფარგლებში კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან და გაერთიანება „რუსთაველ კალიგრაფებთან“ პარტნიორობით ქართველი ემიგრანტებისათვის უნიკალური პროექტი – „კალიგრაფიის ონლაინ გაკვეთილები“ ხორციელდება.

სწორად ამ უპრეცედენტო პროექტის ფარგლებში შეიქმნა საოცარი ხელნაწერები, რომელთა ავტორები არიან ემიგრაციაში დაბადებული და გაზრდილი ქართველი მოზარდები.

ემიგრაციაში მცხოვრებმა მოზარდებმა ახალი 2021 წელი კალიგრაფიულად, სხვადასხვა ტექნიკით შესრულებულ მისალოც ბარათებზე საქართველოს, მათ სამშობლოს მიულოცეს, გიზიარებთ მათ ნამუშევრებსა და გზავნილებს.

მილოცვას არც ჩვენი პირველი საერთაშორისო ონლაინ სკოლის კალიგრაფები ჩამორჩენილან.

აღსანიშნავია, რომ პროექტმა ქართველი ემიგრანტების განსაკუთრებული ყურადღება და მოწონება დაიმსახურა იმდენად, რომ არსებულ გაკვეთილებზე მოსწავლეთა რაოდენობა სრულად შეივსო, ბევრი მათგანი კი მომლოდინეთა სიაში ელის დამატებითი გაკვეთილების დანიშვნას.

ფონდის პრეზიდენტის თიკა სვანიძე ვენკოს განცხადებით, „შემეცნებით-გასართობი ონლაინგაკვეთილები ხელს შეუწყობს საქართველოში მყოფ ახალგაზრდებსა და ემიგრაციაში მყოფ მათ თანატოლებს შორის ახალგაზრდული კავშირებისა და ინტერაქტიული ურთიერთობების დამყარებას, ასევე, შესაძლებლობას მისცემს მათ შეიძინონ ახალი მეგობრები, რაც ამჟამად შექმნილი ვითარებით გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა“.

სამომავლოდ დაგეგმილია ძალიან საინტერესო სიახლები ემიგრაციაში მცხოვრები მოზარდებისათვის, რომელთა ხილვას ფონდის ფეისბუქ გვერდზე შეძლებთ: https://www.facebook.com/diasporasforgeorgia

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S