6 620 კოვიდ–ინფიცირებულიდან ნახევარზე მეტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა
05/01/2021 08:05:10 საზოგადოება
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 316 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი დედაქალაქში დადასტურდა. კერძოდ, რეგიონების მიხედვით ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისი – 961 შემთხვევა,
აჭარა - 125,
იმერეთი - 420,
ქვემო ქართლი - 142,
შიდა ქართლი - 154,
გურია - 40,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 201,
კახეთი - 185,
მცხეთა-მთიანეთი - 57,
სამცხე-ჯავახეთი - 16,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 620, საიდანაც 4 012 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 944, აჭარაში - 365, იმერეთში - 763.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 888 პირი, მათ შორის, თბილისში - 383, აჭარაში - 93, იმერეთში - 208.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი, მათგან თბილისში - 171, აჭარაში - 22, იმერეთში - 36.
763 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 213 - თბილისში, 457 - აჭარაში, 26 - იმერეთში.
1 845 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 377 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 144, აჭარაში - 46, ხოლო იმერეთში - 64.
სულ 6 ოქტომბრიდან - 4 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 208 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 689 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 15 021 პირი, აჭარაში - 1 970, იმერეთში - 2 473”,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.


