გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 2 500–ზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა 18 ადამიანი
05/01/2021 06:56:52 საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 646-ს შეადგენს.
გასული დღე–ღამის განმავლობაში გამოვლინდა კოვიდ–ინფიცირების 2316 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 382 პირი.
ჯამში ქვეყანაში რეგისტრირებულია კოვიდ–ინფიცირების 232 079 შემთხვევა, მათგან 222 787 პირი გამოჯანმრთელდა.
ჩატარდა 14 511 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 300 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 211 PCR ტესტით.


