Accentnews.ge
ბილკენტის უნივერსიტეტი: თურქეთში შექმნეს მოწყობილობა, რომელიც კორონავირუსის დიაგნოსტიკას 10 წამში ახდენს

ბილკენტის უნივერსიტეტი: თურქეთში შექმნეს მოწყობილობა, რომელიც კორონავირუსის დიაგნოსტიკას 10 წამში ახდენს

05/01/2021 06:20:29 მსოფლიო

თურქმა მეცნიერებმა გამოიგონეს მოწყობილობა Diagnovir, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოსტიკა 10 წამში შეუძლია,- იუწყება ბილკენტის უნივერსიტეტი.

მოწყობილობის მოქმედების პრინციპი დაფუძნებულია არა ნიმუშის რეპლიკაციაზე, არამედ ოპტიკურ მახასიათებლებზე. ტესტირებისთვის გამოიყენება ადამიანის პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან აღებული ნიმუში, რომელსაც სპეციალურ ნაერთში აზავებენ და ათავსებენ მოწყობილობაში.

კლინიკამდელი კვლევების დროს Diagnovir-მა კორონავირუსის გამოვლენის 99 %-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S